ილია დარჩიაშვილი: ევროსაბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგანაც ამ გადაწყვეტილებით საქართველომ გაიმყარა თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში

ევროსაბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგანაც ამ გადაწყვეტილებით საქართველომ გაიმყარა თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირას“  განუცხადა.

„ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი და მოგვეცა პოლიტიკური პირობა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. წლების განმავლობაში ვცდილობთ საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს. ამ გადაწყვეტილებით გაფორმდა ჩვენი გარანტირებული წევრობა ევროპულ ოჯახში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მაყურებელს მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება, რადგანაც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები