გოგი მეშველიანი: ვულოცავ სამთოელებს პროფესიულ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ!

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სამთოელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

მეშველიანმა სამთოელებს პროფესიული დღე მიულოცა.

„17 დეკემბერს კომპანია „არემჯის“ მიერ დაწესებული სამთოელის პროფესიული დღე აღინიშნება.

წელსაც გამოვლინდნენ წლის დამსახურებული თანამშრომლები და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 ადამიანს შესაბამისი ჯილდო გადაეცა!

ვულოცავ სამთოელებს პროფესიულ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ!“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები