ირაკლი ზარქუა: ამ ქვეყანაში რევოლუცია არ გამოვა
“ჩვენ მზად ვართ, რომ დარჩენილი რეკომენდაციები შემდეგ წელს ბოლომდე მივიყვანოთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა იმედოვნებს, რომ ოპოზიცია გონს მოეგება და სამუშაო პროცესში ჩაერთვება.
„რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში თანამშრომლობას, როგორც მაშინ მოვუწოდებდით, რომ ჩართულიყვნენ, ახლაც იგივე განწყობა გვაქვს. მე დიდად არ მჯერა, რომ ეს რადიკალები ჩაერთვებიან, რადგან მათი ამოცანა და გეგმა სულ სხვა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მივცემთ შესაძლებლობას, რომ იქნებ გონს მოეგონ.
იქნებ, მათმა დამკვეთებმაც გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია არ გამოვა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.