ერდოღანის ადმინისტრაცია ისრაელს ჟურნალისტების დაშინებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ადგილზე ჟურნალისტების დაშინებით ცდილობს ღაზაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები დამალოს.

„ისრაელის სასტიკ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობაზე 60-ზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა, ბევრი მძიმედ დაშავდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს მსხვერპლი მსოფლიოში ყველაზე მაღალია კონფლიქტის ზონებს შორის. ამის მიუხედავად, ისრაელი უარს ამბობს თუნდაც მინიმალური ზომების მიღებაზე, რაც აუცილებელია ჟურნალისტების დასაცავად და არ აძლევს მედია მუშაკებს უფლებას ადგილზე ფაქტების შესახებ აცნობონ მსოფლიოს. ისრაელმა წესად აქცია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელიც იცავს საზოგადოების უფლებას სანდო ინფორმაციაზე“, – წერს ალთუნი.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ისრაელის მთავრობის მცდელობები, დაფარონ ღაზაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, წარუმატებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები