ბაია კვიციანი  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს  იესპერ მოლერს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის გაფართოების საჭიროებებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა „იუნისეფის” წარმომადგენელთან. გაეროს ბავშვთა ფონდსა და ჩვენს საბჭოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს დეკემბერში ვადა გასდის. ჩვენ ვისაუბრეთ მემორანდუმის განახლების აუცილებლობაზე და იმ ახალ ამოცანებზე, რომლებიც დღეს არის დასახული ჩვენს წინაშე ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით – იქნება ეს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილი თუ კანონმდებლობის  ჰარმონიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ასევე ყურადღება გავამახვილეთ სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე”, – განაცხადა ბაია კვიციანმა შეხვედრის შემდეგ.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზეც ისაუბრეს, რომელიც უკავშირდება  ბავშვთა უფლებების კოდექსით განსაზღვრულ და თემატურ მოკვლევებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები