“კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის დაფასება მთელი საქართველოს ისტორიისა, როდესაც მთელმა ევროპამ აღიარა” – მიხეილ სარჯველაძე

“ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დაფასება მთელი საქართველოს ისტორიისა, როდესაც მთელმა ევროპამ აღიარა – დიახ, რა თქმა უნდა, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ის არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და მას, რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის დღე და მთელს საქართველოს ვულოცავ მთელი გულითა და სულით და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები