მაია სანდუ: ეს ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის – მოლდოვა თქვენ გვერდით დგას

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, მოლდოვა საქართველოს გვერდით დგას.

„ვულოცავ საქართველოსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას! ეს ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის. მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ მოგზაურობაში, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას“, – წერს მაია სანდუ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები