კახა კალაძე: თბილისი ევროპული ქალაქი – გილოცავთ კანდიდატის სტატუსს
თბილისის მერი, კახა კალაძე ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
„თბილისი ევროპული ქალაქი – გილოცავთ კანდიდატის სტატუსს“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.