ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა.
საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
🇬🇪🇪🇺 Today signifies a monumental milestone for Georgia and our European family! The unwavering will of the Georgian people has spoken, leading to the well-deserved attainment of candidate status.
Georgia's reunification with its European family is an irreversible prospect! 🇬🇪🇪🇺
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 14, 2023