ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს რამდენიმე თვეზე მეტი დასჭირდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და განუცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს რამდენიმე თვეზე მეტი დასჭირდება.

„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იქმნებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისრაელთან საბრძოლველად და მათ შექმნეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ და მათი განადგურება ადვილი არ არის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება – რამდენიმე თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და გავანადგურებთ მათ“, – აღნიშნა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა ომში ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველყოს ტერორისტების მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების გათავისუფლება.

„გმადლობთ ომის ამ პერიოდში ისრაელში მოსვლისთვის – ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ერთგულებას ისრაელის სახელმწიფოს მიმართ – მძევლების გათავისუფლების, დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ და თქვენს მხარდაჭერას სამხედრო არხში.

აშშ-ს და ისრაელს საერთო ინტერესები, საერთო ღირებულებები აქვთ და ამ ომში ჩვენ [ასევე] საერთო მიზნები გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის და მნიშვნელოვანია დანარჩენი რეგიონისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები