მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობთ, უახლოეს საათებში, ალბათ, ჩვენდა საბედნიეროდ, დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ

“მე მგონია, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ვითარება აშკარა, ნათელი და ცხადია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

“ცხადია, რომ საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ეს გადაწყვეტილება ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია. ვფიქრობთ, უახლოეს საათებში, ალბათ, ჩვენდა საბედნიეროდ, დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ. ეს იქნება აღიარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის, გაწეული შრომის დაფასება. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის წარმატება, მათ შორის, იმავე პროევროპულად განწყობილი ხალხის არჩევანის მართებულობის კიდევ ერთი დადასტურება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები