ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს

“ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს. ვფიქრობთ, იმსახურებთ ჩვენს მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება უკრაინას, დენკოვის თქმით, მნიშვნელოვანია ქმედებები და არა – სიტყვები.

„მოდით, ვნახოთ, რა ქმედებები იქნება დღეს, რადგან, საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ქმედებები და არა – სიტყვები. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვერავინ შეძლოს ცეცხლთან თამაში“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები