შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩ  ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი 4-წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. აგრეთვე, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის განხორციელების საკითხი.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები