ირაკლი ბერაია სომხეთის ელჩს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე სომხეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. დიპლომატთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ვისაუბრეთ და თბილისსა და ერევანში ორმხრივი საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტის გამართვის საკითხები განვიხილეთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
აშოტ სმბატიანთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თენგიზ შარმანაშვილი დაესწრო.