პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე მსოფლიოში 45 ჟურნალისტი დაიღუპა.
ამის შესახებ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
ჟურნალისტების უმეტესობა – 23 ადამიანი, სამხედრო კონფლიქტის ზონებში დაიღუპა.
ამასთან, 17 ჟურნალისტი ისრაელ -“ჰამასის” კონფლიქტის გაშუქებას ემსხვერპლა, მათგან 13 ღაზას სექტორში დაიღუპა.
უკრაინაში წელს ორი ჟურნალისტი მოკლეს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, 2023 წელს უფრო ნაკლები ჟურნალისტი დაიღუპა, ვიდრე ყოველწლიურად 2002 წლიდან ფიქსირდება. მაგალითად, 2022 წელს 61 ჟურნალისტი დაიღუპა.