JP: “ჰამასმა” კიდევ ორი მძევალი მოკლა

ისრაელის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი კიდევ ორი მძევალი მოკლულია. მათგან ერთი ტანზანიის მოქალაქეა.

ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

“შესაბამისმა კიბუცებმა დაადასტურეს, რომ “ჰამასის” მიერ დაკავებული ორი მძევალი 13 დეკემბრის საღამოს მოკლეს”, – წერს გაზეთი.

აღნიშნულია, რომ დაღუპულთა ცხედრები – ისრაელის მოქალაქის და უცხოელი სტუდენტის ტანზანიიდან, ჯერჯერობით, “ჰამასთან” რჩება.

გამოცემის ცნობით, დაღუპული სტუდენტის მამა ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თანხლებით ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები