“ბანერები გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა და დაარეკეტა, მოშე კლუგჰაფტი რა შუაშია იმ ადამიანთან” – მამუკა მდინარაძე
„ბანერები გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა და დაარეკეტა. მოშე კლუგჰაფტი რა შუაშია იმ ადამიანთან, რაიმე კავშირი თუ შეგიძლიათ მითხარით?!“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს, ე.წ. სისხლიან ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად.
„ახლა გეტყვით მტკიცებულებას, თუ რატომ არის ეს თქვენ მიერ მოგონილი, ეს არის ძალიან მავნებლური კამპანიის გაგრძელება – რა შუაში იყო ბატონი მოშე? ის ბანერები, რომელთაც თქვენ “სისხლიან ბანერებს“ უწოდებთ, გააკრა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც არ იყო.
ბანერები გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა და დაარეკეტა თავი დროზე. მოშე რა შუაშია იმ ადამიანთან, რაიმე კავშირი თუ შეგიძლიათ მითხარით? მაშინ რომ საზოგადოებას ტყუილი შეაპარეთ და ვიღაცები დააჯერეთ, თითქოს ეს იყო მოშეს შემოქმედება, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის ბანერები გააკრა ადამიანმა, კონკრეტული ფული გადაიხადა, ამის შესახებ განაცხადა, ეს იყო ღია და გამჭვირვალე ინფორმაცია, რომ შეხება არათუ მოშეს, არამედ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა. ის კონკრეტული ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ წევრიც კი არ არის. ამიტომ, ეს იყო ბინძური სპეკულაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან.