გია ვოლსკი: იმედი მქონდა, არასამთავრობოები თავიანთ მონაცემებს კანონის გარეშე გამოაქვეყნებდნენ, როგორც ამას ევროკავშირი აპირებს

“იმედი მქონდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მონაცემებს ყოველგვარი კანონის გარეშე გამოაქვეყნებდნენ, როგორც ამას ევროკავშირი აპირებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული „ფარას“ კანონმა ძალიან კარგად იმუშავა.

“გამჭვირვალობა კანონის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამერიკული „ფარას“ კანონმა ძალიან კარგად იმუშავა. ვერანაირ აქტივობას ვერ შეძლებ, რომ ეს ამერიკის შესაბამის უწყებაში არ იყოს დაფიქსირებული, საიდან და რა მიზნით გაფინანსებენ და ვინ არის დაფინანსების წყარო და მიმღები. მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ შეკვეთილი სტატიები გამოექვეყნებინათ. ეს გამოაქვეყნეს კიდეც და ყველამ ყველაფერი გაიგო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები