საქალაქოში გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო პროცესი 19:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. გიორგი ოქროპირიძე სამართალდამცველებმა გუშინ სოფელ ერგნეთში დააკავეს. ლაშა მახარაძე 3 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.