“ოპოზიციას ის ესმის და ის უნდა, გაიგოს, რაც მხოლოდ მას სურს, ის პროგრესი, რაც საქართველომ გაიარა, ევროკომისიის ანგარიშში უკვე ასახულია” – მაკა ბოჭორიშვილი
„ოპოზიციას ის ესმის და ის უნდა, გაიგოს, რაც მხოლოდ მას სურს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ის პროგრესი, რაც საქართველომ გაიარა, უკვე ასახულია ევროკომისიის ანგარიშში და იმ რეკომენდაციაში, რაც გაიცა საქართველოსთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. იმ საკითხზე, თუ რამდენად არის საქართველო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, აღარ უნდა იყოს სპეკულაციები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.