ნანა გაბელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, ივენ კალს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ნანა გაბელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს, ივენ კალს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამოქმედო არეალის გაფართოებაზე ისაუბრეს, ასევე – სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე – ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე – ნინო ლობჟანიძე, აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერი – თამუნა ხერგიანი, გაცვლითი და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი – თათა თოდრია და ინგლისური პროგრამების კოორდინატორი – ლიკა გუმბერიძე ესწრებოდნენ.