ირაკლი კობახიძე: ევროპული საბჭოს სხდომის გახსნამდე 1 დღით ადრე პრემიერის წერილის გაგზავნა ევროპელ პარტნიორებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერის წერილს გამოეხმაურა, რომლის ადრესატები ევროპელი ლიდერები არიან.

“ხვალ და ზეგ გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა და ამ სხდომის გახსნამდე 1 დღის ადრე ამ წერილის გაგზავნა ევროპელ პარტნიორებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და სწორი.

აქცენტებიც რაც არის დასმული წერილში არის ძალიან სწორი; საუბარია იმ რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების მიერ, საუბარია იმ პროგრესზე რომელიც ზოგადად გვაქვს 2012 წლის შემდეგ და საუბარია ქართველი ხალხის სულისკვეთებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე ეს წერილი არის დროული და სწორად გააზრებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა წერილები გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები