შალვა პაპუაშვილი: პარლამენტმა მიიღო ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას სექტორების მიხედვით ემსახურება
„ძალიან დატვირთული წელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობდა პარლამენტი და ძირითადი ტვირთი პარლამენტზე მოდიოდა. ასამდე კანონი მივიღეთ ამ მიზნით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტმა მიიღო ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას სექტორების მიხედვით ემსახურება.
“გარდა ამისა, ის, რაც ჩრდილში იყო საზოგადოების, მედიის და ზოგადად საჯარო პოლიტიკური დებატების მიღმა, პარლამენტმა მიიღო ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას სექტორების მიხედვით ემსახურება, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან გაგრძელებული მომხმარებლის უფლებებით და ა.შ. საქართველოს პარლამენტი კვლავ იყო ეპიცენტრი თავდასხმებისა, მათ შორის, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიდიოდა ლამის ყოველდღიურად, რაც ერთ-ერთი გამოწვევაა, როდესაც ხდებოდა ყალბი ნარატივებით საქართველოს პარლამენტის, დემოკრატიული ინსტიტუტის დისკრედიტირების მცდელობა. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის განხილვის პროცესი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არნახულად კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი საქართველოს პარლამენტზე, ამით მთლიან საქართველოზე და მის დემოკრატიაზე, როდესაც შიდა და გარე აქტორები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას კანონპროექტის შინაარსთან, მიზანთან და არსთან დაკავშირებით. მაშინ მოახერხეს დაბნეულობის შეტანა გარკვეულ ჯგუფში, თუმცა, ვფიქრობ, რომ მაშინ ინტერესებიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ კანონპროექტთან დაკავშირებით. გავაჩერეთ განხილვა და ვფიქრობ გავიდა დრო და მოსახლეობამ კარგად დაინახა თუ როგორ მწარედ მოგვატყუეს შიდა თუ გარე მეგობრებმა, როდესაც აბსოლუტური ტყუილი გაავრცელეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.