“გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი მისაღებად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ეს ყველაფერი დააფასა ევროკომისიამ, რომელმაც დადებითი რეკომენდაცია გასცა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსს, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხი იმსახურებს.
„რაც შეეხება იმას, ვინ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს, რომელმაც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი რამ გამოიარა, გაუძლო ბევრს და ძალიან პრაგმატულად შეხედა ბევრს რამეს. სწორედ ხალხის დამსახურებაა ის, რომ დღეს ხელისუფლებაშია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ინტერესებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.