ირაკლი კობახიძე: შევასრულეთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია და გავწიეთ ძალიან დიდი სამუშაო, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი

“ათჯერ ნაკლებს გვთხოვენ ახლა, ვიდრე გვთხოვდნენ 12 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებითად შევასრულეთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„ძალიან მარტივად შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ 12 პუნქტი და 9 პუნქტი. ხარისხობრივად, მოცულობით არის ათმაგი სხვაობა – ათჯერ ნაკლებს გვთხოვენ ახლა, ვიდრე გვთხოვდნენ 12 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებითად შევასრულეთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, მუშაობა გრძელდება, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ჩვენ გავწიეთ ძალიან დიდი სამუშაო, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები