შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი

„ჩვენ დიდი ხანია, გვესმის, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა – ახლა საჭიროა გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი.

“ჩვენ დიდი ხანია, გვესმის, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა – ახლა საჭიროა გადაწყვეტილება. არანაირი საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით არ არსებობს. მათ შორის ის შიდა დისკუსია, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას შორის არის, არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს, რომ საქართველოს მიმართ იყოს მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით და არა ერთმანეთის ჯინაზე, რომ ვიღაც რაღაცას არ უჭერს მხარს და ამის გამო სხვამ არ დაუჭიროს მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი და არ განმეორდება ის უსამართლობა, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები