“ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონი სალომესგან, იქნება წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეიდან აღარ დაარღვევს კონსტიტუციას” – შალვა პაპუაშვილი

“მივიღე მოწვევის წერილი, მაგრამ არ ვაპირებ მისვლას – ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონი სალომესგან, იქნება წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეიდან აღარ დაარღვევს კონსტიტუციას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის მიმართ კითხვა პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას ეხებოდა.

„მანამ, სანამ მსგავს წერილს არ მივიღებ, ასეთი მოწვევები შეუსაბამოა, რადგან ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ასეთი ღონისძიებების ორგანიზების მორალურ უპირატესობას კარგავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, კამპანია “შენი ხმა ევროპას” ფარგლებში, ხვალ, 13 დეკემბერს, 20:00 საათზე ათონელის რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები