შალვა პაპუაშვილი: ცვლილების მიზანია, ნაკლებად იყოს შესაძლებელი იურიდიული პირების გამოყენებით დაფინანსების მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილების მიზანია, ნაკლებად იყოს შესაძლებელი იურიდიული პირების გამოყენებით დაფინანსების მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი.
“ახლა, როცა ზოგიერთი ამ ინიციატივას აკრიტიკებს, სასაცილოა, რადგან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ამ ცვლილებაზე ყველა შევთანხმდით. ცვლილების მიზანია, ნაკლებად იყოს შესაძლებელი იურიდიული პირების გამოყენებით დაფინანსების მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი. ჩემთან შეხვედრაზე ყველა ოპოზიციური პარტია იყო წარმოდგენილი და ამ საკითხზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონსა და საარჩევნო კოდექსში.