“უნგრეთს საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწორად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება” – შალვა პაპუაშვილი
“უნგრეთის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მცდელობა, რომ ეს დააკავშირონ, არის ინსტრუმენტალიზება საქართველოს საკითხით, ეს არ არის ევროპული მიდგომა, რომ საქართველოს საკითხი მოლაპარაკებებში იარაღად იყოს გამოყენებული და შემდეგ ერთმანეთის ჯინაზე იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მით უმეტეს, იცით, რომ უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად სწორად მოქმედება საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ვამბობდით რომ თითოეული ხმა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი და ახლა ყველა ხედავს როგორი მნიშვნელობა აქვს ერთ ხმასაც და სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ამ მხრივ არსებობს ევროკავშირში ერთსულოვნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.