ოთარ დანელია ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შეხვდა

  სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბას თალებიფარის შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განხილვას დაეთმო.
ოთარ დანელიამ ირანის ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და სამინისტროში ამჟამად მიმდინარე პროექტებზე ინფროამცია მიაწოდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიმრთულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალია, მზად ვართ ხელი შევუწყოთ მის მაქისმალურ ათვისებას“, – განაცხადა აბას თალებიფარიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები