სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა .

აღსანიშნავია, რომ გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი 24 ნოემბერს ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს. დაკავებულებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები