შსს-ში ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართაა

  შსს-ს აკადემიაში პროექტის – „შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და ახალი მუშაობის სტანდარტის დანერგვის გზით“ – მმართველი კომიტეტის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომიტეტმა პროექტის აქტივობების სამომავლო გეგმები განიხილა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელმა დახურული ტიპის დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ ტრენინგი გაიარა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და ახალი მუშაობის სტანდარტის დანერგვის გზით“. უწყების ცნობით, პროექტის მიზანია დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სათანადო პირობების შექმნით, დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისათვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ykBVZ-zhHGs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები