პოლონეთში 19 წლის ქართველი გოგოს გატაცებაში ეჭვმიტანილი, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცებაში ეჭვმიტანილი, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ 1-ელ დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში 43 წლის, საქართველოს მოქალაქე მივიდა და სამი ქართველის მიერ მისი 19 წლის ქალიშვილის გატაცების შესახებ განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელებმა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირება მაშინვე მოახერხეს.

ეჭვმიტანილების დაკავება ვერუშუვის ერთ-ერთ ბინაში მოხერხდა.

დაკავებულთა ასაკია – 33, 37და 38 წელი.

19 წლის თინეიჯერს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

საქმეზე გამოძიებას სკიერნიევიცის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები