კიმ ჩენ ინმა იტირა (ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დედათა მეხუთე ეროვნულ კონგრესზე მოხსენების მოსმენისას ატირდა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ფხენიანის ლიდერი იმ დროს ატირდა, როდესაც მომხსენებელი საუბრობდა დედების თავგანწირვაზე საკუთარი შვილების მომავლისთვის.

ამავე შეხვედრაზე მან შობადობის შემცირების გამო შეშფოთება გამოთქვა.

კიმ ჩენ ინ-ის თქმით, შობადობის შემცირება ახალგაზრდებში „ანტისოციალისტური ქცევის მზარდ პრობლემას“ უკავშირდება და ქალებს „პარტიისთვის, რევოლუციისა და ქვეყნისთვის“ რაც შეიძლება მეტი შვილის გაჩენისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები