პრეზიდენტმა ლიტერატურული ფესტივალი “ლიტ-ტურის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტერატურული ფესტივალი “ლიტ-ტურის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. ინფორმაციას
პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და სტუმრები გიორგი მარგველაშვილმა პირადად მიიღო.
ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეები არიან მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები და კრიტიკოსები. ღონისძიების მიზანია, ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებმა ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ და საერთაშორისო ტენდენციებს გაეცნონ.
ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება და საქართველოს მოამზადებს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად.
ფესტივალი “ლიტ-ტური” 11 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები