არჩილ თალაკვაძე: უნგრეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ნამდვილად უჭერს მხარს
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, არის უნგრეთი.
“საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, არის უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა – კითხვის ნიშნები არ არის და არც შეიძლება იყოს იმის თაობაზე, უჭერს თუ არა უნგრეთი მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. უნგრეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ნამდვილად უჭერს მხარს. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ყველა მეგობრის, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს მხარს უჭერდა და ვისაც სჯეროდა, რომ დემოკრატიული რეფორმებით, ეკონომიკის გაძლიერებით და უსაფრთხოების დაცვით ამ გადაწყვეტილებასთან მივიდოდით. დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის“ – განაცხადა თალაკვაძემ.