“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ასეა ჩვენი ოპოზიციის საქმე” – დავით მათიკაშვილი
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ასეა ჩვენი ოპოზიციის საქმე. ცვლილება ეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ინდივიდუალურად არ მოუგონია. ჩვენ ძალიან მალე კანდიდატის სტატუსს ველოდებით და შემდგომ უკვე არის საარჩევნო წელი და ამ ჭრილში ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ვენეციის კომისიიდან გაჟღერდა არის ის, რომ იურიდიულმა პირებმა აღარ დააფინანსონ პარტიები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გამობრძანდნენ ოპონენტები და ამბობენ, იურიდიული პირები ჩვენს პარტიებს არ აფინანსებენ და ჩვენზე არ მოქმედებსო. თუ არ მოქმედებს ამ პარტიებზე და მმართველი ძალა სუბიექტურად, მარტო თვითონ იზღუდავს საარჩევნო წელის განმავლობაში დაფინანსების მიღებას, მაშინ რა პრობლემაა? აქ ჩანს ის, რომ როდესაც გაიაზრეს, რომ კეზერაშვილის ბინძური ფულის ტრანსფორმირების საშუალებები შეეზღუდება, იქ ლელოს შეეზღუდება მეორე ოლიგარქიდან – ხაზარაძიდან გამომდინარე თანხების მიღება. ამ მომენტში ატყდა ეს ალიაქოთი და საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს მათ არაფერი აწუხებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.