ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან საუბარი გვექნება იმაზე, თუ რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთიდან

“ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან საუბარი გვექნება იმაზე, თუ უსაფრთხოების რა გარემოში უწევს ჩვენს ქვეყანას ცხოვრება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში განაცხადა.

სამხარაძე იმედოვნებს, რომ ბრიუსელში საინტერესო დისკუსია გაიმართება.

“ჩვენ შევაჯამებთ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2023 წლის განმავლობაში. ასევე გვექნება საუბარი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან იმაზე, თუ რა უსაფრთხოების გარემოში უწევს ჩვენს ქვეყანას ცხოვრება, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთიდან, აგრეთვე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე საკითხებზე.

იმედია, იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია. რა თქმა უნდა, შევეხებით ნატოს გაფართოების საკითხსაც და მოვისმენთ მათ იდეებს იმაზე, თუ როგორ ესახებათ მათ ნატოს მომავალი გაფართოება და რა ვადებში შეიძლება ვიფიქროთ საქართველოს წევრობაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები