ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მზად ვართ ნატოში გასაწევრიანებლად

“ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მზად ვართ ნატოში გასაწევრიანებლად”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ ბრიუსელში განუცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ნატოში ერთიანობის არსებობა.

„ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მზად ვართ ნატოში გასაწევრიანებლად და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ნატოში ერთიანობის არსებობა, ეს იქნება ჩვენი გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ოკუპირებული ტერიტორიები და ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს ეს იქნება მთავარი განხილვის თემა და ასევე განხილვის თემა იქნება ის გავლენა, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ აქვს შავიზღვისპირეთზე, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები