“უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს” – მაკა ბოჭორიშვილი
„უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებით. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.