ილია დარჩიაშვილი – გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე: საქართველოს პრემიერმინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რომლებიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო გამოსვლა პრემიერ-მინისტრის

საქართველოს პრემიერმინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება და შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიურად იღებს ამ კონფერენციებში მონაწილეობას, რადგან კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი. შესაბამისად, საქართველო თანმიმდევრულად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს იმ აღებული ვალდებულებების ფარგლებში კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ხელს უწყობს ამ საკითხების მოგვარებას მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოს პრემიერმინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რომლებიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო გამოსვლა საქართველოს პრემიერმინისტრის”, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები