გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ორგანიზაცია MERCY CORPS-ის ალტერნატიული ანგარიში მოისმინა  

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მოისმინა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ალტერნატიული ანგარიში  თემაზე: გენდერული ძალადობის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საბაზისო კვლევა სამხრეთ კავკასიაში.

პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრებს ანგარიში გააცნო ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის პროექტის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ. მან ისაუბრა იმ გენდერულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ხელს უშლიან თანასწორობის განვითარებას. როგორც ნინო ჭელიძემ აღნიშნა, კვლევის თანახმად, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა აღმოიფხვრას.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინი წილოსანის შეფასებით კვლევის ანგარიშში წარმოდგენილი იყო ბევრი საინტერესო ინფორმაცია გენდერული ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ.

„25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანია, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, დღეს  საბჭოს სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, როგორც საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე რეგიონულ ჭრილში”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები