“ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს” – თეა წულუკიანი

“დიდი ხანია, საქმე გვაქვს ინფანტილიზმისა და არასერიოზულობის დემონსტრირებასთან”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე. არც იმას დავმალავ, რომ როგორც მე, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე აღარ უკვირდება იმ პროცესებს, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს. უკვე დიდი ხანია, საქმე გვაქვს ინფანტილიზმისა და არასერიოზულობის დემონსტრირებასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები