ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული, ეუთოს მინისტრთა 30-ე საბჭო დადებითად შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

„დღევანდელი დღე იყო ძალიან წარმატებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ერთიანობა ჩვენ პრობლემებთან მიმართებით. ძალიან ბევრისგან მოვისმინე ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენი მისიაა, რომ თანმიმდევრულად ვიმუშაოთ პარტნიორებთან და მუდმივად გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები