“სამ წელიწადში ხელოვნური ინტელექტი კარგ რომანს დაწერს და ფიზიკის ახალ თავს შექმნის” – ილონ მასკი

Space X-ის დამაარსებელი, მილიარდერი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე უახლოეს წლებში შეძლებს ძალიან კარგი რომანის დაწერას.

ამის შესახებ მან New York Times-ის ღონისძიებაზე თქვა.

„ხელოვნურ ინტელექტზე შფოთვის გამო ძილი მიჭირდა. მაგრამ უახლოეს სამ წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ისეთივე კარგ რომანს შექმნის, როგორიც, ვთქვათ, ჯოან როულინგის რომანებია, ან შექმნის ახალ ტექნოლოგიას და ფიზიკის ახალ თავს”, – თქვა მასკმა.

რამდენიმე დღის წინ, Microsoft-ის დამაარსებელმა  – ბილ გეიტსმა თქვა, არაფერია ცუდი იმაში, თუ მომავალში ხელოვნური ინტელექტის წყალობით ადამიანებს სამდღიანი სამუშაო კვირა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები