ხავიერ კოლომინა: კარგი შეხვედრა მქონდა ილია დარჩიაშვილთან, განვიხილეთ ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ ,,ტვიტერზე” წერს.

მისი შეფასებით, მინისტრთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა იქნა განხილული.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან სკოპიეში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომის ფარგლებში. განვიხილეთ ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა. მე კიდევ ერთხელ მივულოცე საქართველოს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს კოლომინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები