ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას კიდევ 14 მძევალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გათავისუფლებულ მძევლებს შორის 10 ისრაელელი და 4 ტაილანდელია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე „ჰამასმა“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ორი მძევალი ვლადიმერ პუტინისადმი ჟესტის ნიშნად გაათავისუფლა.