დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: შეიძლება, ოპოზიციაშიც ვერ დარჩნენ იმის გამო, რომ რეიტინგულად ბარიერის გადალახვა ვერ შეძლონ

“ოპოზიციის სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის იმხელა გადაულახავი ნაპრალია, რომლის შევსება ოპოზიციისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შესაძლოა, ოპოზიციაშიც ვერ დარჩეს.

„თუ ნახავთ ამ პარტიების, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს, მიმდინარე პროცესებს, იმ ქაოსსა და დესტაბილიზაციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობამ“ საკუთარ თავს დამართა და რაც პარტიაში მოაწყო, ასევე, ნახავთ ყველა მიზეზს, რომელიც პარტიის რეიტინგსა და მის მოწონებას ზომავს საზოგადოებაში, აღმოვაჩენთ, რომ ეს პარტიები ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად არ არიან. მეტსაც გეტყვით – შეიძლება ოპოზიციაშიც ვერ დარჩნენ იმის გამო, რომ რეიტინგულად ბარიერის გადალახვა ვერ შეძლონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები