ბექა ოდიშარია – ოპოზიციაზე: მუშაობას გონი, ჭკუა, დაფიქრება, ანალიზი სჭირდება, რაც მათ არ აქვთ და გვაცალონ, ვისაც ეს უნარ-ჩვევები გვაქვს

“ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს სამუშაო პროცესზე, საერთოდ ატროფირებული აქვთ ეს შეგრძნება”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ევროკომისიის დათქმების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ჭკუა არ აქვს.

“ადამიანებს, რომლებსაც თითი თითზე არ დაუკარებიათ, ბუნებრივია, პროტესტის გარდა არაფერი სხვა უნარი არ აქვთ შერჩენილი, შესაბამისად, დაელოდონ პროცესს.

მუშაობას გონი, ჭკუა, დაფიქრება და ანალიზი სჭირდება, რაც მათ არ აქვთ და გვაცალონ, ვისაც ეს უნარ-ჩვევები გვაქვს და კვალიფიციურად, მეთოდურად მივყვებით ამ საქმეს. ნახავენ ტექსტს, გაეცნობიან და მერე შეუძლიათ, გინდა გააპროტესტონ, გინდა შიმშილობა გამოაცხადონ, გინდა ტანზე შემოიხიონ”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები