გურამ მაჭარაშვილი: არესტოვიჩს, როგორც ჩანს, გონება გაუნათდა
“არესტოვიჩმა, პრაქტიკულად, „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურმე უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ახლა გაუნათდა გონება”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღე გავა და ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა უცხოელმა ძალებმა.
„პრაქტიკულად, არესტოვიჩმა „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურმე უკრაინაშიც. ეს ყველაფერი არესტოვიჩმა დაადასტურა და თქვა, რომ 300 ათასი უკრაინელია დაღუპული, ტერიტორიებია მიტაცებული, გაურკვეველია მომავალი და თურმე ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რომელიღაც ქვეყანას უკრაინის ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარება სურდა. ეს არის არესტოვიჩის განცხადება, რომელიც თავის დროზე, მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებდა და, როგორც ჩანს, ახლა გონება გაუნათდა. რამდენიმე დღის წინ არახამიას ინტერვიუ იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმება იყო რეალური და კარგი იქნებოდა უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღე გავა და ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა უცხოელმა ძალებმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს“.